მთავარი » 2011 » მაისი » 12 » Warcraft 3
9:30 PM
Warcraft 3































ინფორმაცია თამაშზე:
დასახელება: WarCraft III
წელი: 2002-2003 
ჟანრი: Real-time Strategy, RPG 
ენა: только русский 
შემქმნელი: Blizzard Entertainment
გამომცემელი: Blizzard Entertainment
წამალი: не требуется
სისტემური მოთხოვნილებები:
ოპერაციული სისტემა: Windows 2000/XP/Vista/7 
პროცესორი: 700 МГц 
ვიდეო კარტა: 32 МБ 
მეხსიერება: 256 МБ 
თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 5 GB
აღწერა:
დანამდვილებით არავინ იცის თუ როგორ შეიქმნა სამყარო. ზოგი თვლის რომ ეს დიდი კოსმოსური აფეთქების შედეგი იყო, რომელმაც წყვდიადის მარადისობაში გაფანტა უამრავი მბრუნავი მსოფლიო. სხვები თვლიან რომ ყველაფერი ერთმა ყოვლისშემძლე არსებამ შექმნა. ამრიგად ქაოსური სამყაროს დასაწყისის შესახებ ზუსტად არაფერია ცნობილი. სამაგიეროდ, დანამდვილებით ვიცით, რომ დიდი ხნის წინათ არარაობიდან წამოიმართნენ ძალები, რომლებმაც თავის თავზე აიღეს ქაოსის მოწესრიგება და უსაფრთხო მომავლის შექმნა არსებებისთვის, რომლებიც მათ შემდგომ უნდა მოვლენოდნენ ქვეყნიერებას. ესენი იყვნენ ტიტანები. ლითონის კანით დაფარული ღმერთები, რომლებმაც შეიცნეს ახლადშექმნილი სამყარო და დაიწყეს შრომა მის სივრცეებზე. მათ გამოძერწეს მრავალი მსოფლიო, აღმართეს მთები, აავსეს ზღვები და ჩაჰბერეს სული ჰაერის სფეროს. ეს ყველაფერი მათი გეგმის შესაბამისად ხდებოდა, რომელსაც ისინი ახირციელებდნენ სამყაროს არეულობის მოსაწესრიგებლად. მათ დამხმარე რასებიც კი შექმნეს, რომელთა დანიშნულება სამუშაოს განაწილება და მსოფლიოთა დაკავშირება იყო. ტიტანებს თავიანთი მმართველობა ჰყავდათ. ეს იყო უმაღლესი საბჭო, პანთეონი, რომლის ხელმძღვანელობითაც მათ დაამყარეს წესრიგი სამყაროს წყვდიადში მიმოფანტულ ათასობით მსოფლიოში. ისნი ფხიზლად დარაჯობდნენ მოწესრიგებულ მხარეებს და იცავდნენ მათ ქაოსის ბინადარი ბოროტი არსებებისაგან, რომლებსაც არ ჰქონდათ მიზანი გარდა ერთისა, მოესპოთ ყოველივე ცოცხალი და შთაენთქათ სამყაროს ენერგია. ეს ქმნილებები უცნაურ, გამრუდებული ფსკერის სახელით ცნობილ განზომილებაში ცხოვრობდნენ, რომელიც აკავშირებდა ერთმანეთთან მსოფლიოთა აღურიცხავ რაოდენობას. ეს არსებები უამრავნი იყვნენ და ტიტანები, რომელთათვისაც უცხო იყო ყოველივე ბოროტი, გამუდმებით ებრძოდნენ მათ და ცდილობდნენ მოეძებნათ გზები, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღეკვეთათ ქაოსის შემოტევა.


კატეგორია: თამაშები | ნანახია: 573 | დაამატა: dito_2231 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 dito_2231  
0

სახელი *:
Email *:
კოდი *: